საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
"პირველი არხის" ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა.