ივანიშვილის არხზე, ტელეკომპანია იმედის ღამის ეთერში, გუშინ, 13 ივლისს, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალება გვქონდა, გვეხილა ბატონი კობახიძე. მთელი ეს გადაცემა არის მტკიცებულება, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, - აცხადებს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა კერძო პირის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად, არადა, კობახიძე მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ანუ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ფორმალური მმართველია.
„მარტივი დასკვნა: კობახიძე არის ოლიგარქ ივანიშვილის ადვოკატი და ამავე ოლიგარქის დავალებით, შეთავსებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
ჩვენ, ქართველებმა დავუშვით, რომ ოლიგარქი თავზე დაგვაჯდა და მოაჯდა ჩვენს სახელმწიფოს. ოლიგარქის გაშვებაც ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა! „, - ამბობს ოქრიაშვილი.