უნგრეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა "საგანგებო მდგომარეობა ენერგეტიკის სექტორში" და მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები, იტყობინება Bloomberg-ი პრემიერ-მინისტრ ორბანის ოფისის ხელმძღვანელ გერგელ გულიაშზე დაყრდნობით.
გულიაშის განმარტებით, ამ რეჟიმის ფარგლებში, უნგრეთი 1-ლი აგვისტოდან "უმეტეს შემთხვევაში" აკრძალავს ენერგიის ექსპორტს და ასევე "შეეცდება დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენას მარაგების შესავსებად".
გარდა ამისა, გულიაშის თქმით, ბუდაპეში შეეცდება გაზარდოს გაზის წარმოება ქვეყნის შიგნით, განაახლოს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ფუნქციონირება და გაახანგრძლივოს ქვეყანაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურის უნარიანობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აღარ გასცემს კომუნალურ სუბსიდიებს შეუზღუდავად. Bloomberg-ის ცნობით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო მოსახლეობაში ვიქტორ ორბანის ფართო მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.