გერმანიამ რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების, მათ შორის მისთვის გადაცემული შეიარაღების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ვრცელი ჩამონათვალი მოიცავს როგორც ლეტალურ, ასევე არალეტალურ სამხედრო დახმარებას, ასევე სამედიცინო აღჭურვილობას, საწვავსა და სხვა დამხმარე საშუალებებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 ივლისის მდგომარეობით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება მოიცავს:
3 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს Panzerfaust;
14 900-ს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს;
500 საზენიტო რაკეტა "სტინგერს";
2 700 გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტრელას";
7 თვითმავალ ჰაუბიცას;
21,8 მილიონ ტყვიას;
50 ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტას; 100 ტყვიამფრქვევს;
100 ათას ხელყუმბარას
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომლის გადაცემასაც აპირებს უკრაინისთვის, მათ შორისაა: 3 თვითმავალი ჰაუბიცა, 43 სადაზვერვო დრონი, 54 ჯავშანტრანსპორტიორი M113, Gepard-ის ტიპის 30 თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო საზენიტო დანადგარი, MARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემას და სხვა.