საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ კრემლისტურ ნარატივს, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.
"ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა - მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად - სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა...
თუ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ისეთ მოძრაობას, რომელიც შეეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს, დაეხმაროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მას დახვდება ძალიან ნეგატიური შედეგები", - ამბობს იან კელი.