"ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება - წერს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
მისი თქმით, საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა.
"საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ევროკავშირის ინსტრუქციები კანდიდატის სტატუსის შესახებ ნათელია, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯარა მოკლე. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება", - წერს კრამონი.