რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩ"-ის მეშვეობით განახორციელა.
საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი დაშავდა.
ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. მათი განცხადებით, მიზანში ამოიღეს "უკრაინული ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებულების განლაგების პუნქტები".