11 ივლისიდან რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა.
გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream AG-მა, გაზსადენის ექსპლუატაციის შეჩერება დაგეგმილი ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოებით ახსნა.
მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 23 ივლისამდე გაგრძელდება.
ივნისში "გაზპრომმა" უკვე შეამცირა ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადი1"-ით გაზის მიწოდება 40%-ით, დადგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში.
"ჩრდილოეთის ნაკადი 1" გერმანიისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.
გერმანია შიშობს, რომ "გაზპრომი" 21 ივლისის შემდეგ საერთოდ არ განაახლებს გაზის მიწოდებას.