გერმანიის ხელისუფლებამ გაააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი - გაზით მომარაგების ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, იუწყება "დოიჩე ველე".
ჰაბეკმა მიღებული ზომა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებითა და გაზზე მაღალი ფასებით ახსნა, რომელიც მოსალოდნელია, რომ კვლავ გაიზრდება.
"ჩვენ ვიმყოფებით გაზის კრიზისის მდგომარეობაში. ამიერიდან გაზი - დეფიციტური პროდუქტია. ფასები დღეს უკვე მაღალია და ჩვენ მოგვიწევს მოვემზადოთ მისი შემდგომი გაზრდისთვის", - განაცხადა ჰაბეკმა.
ამავდროულად, მან რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას გერმანიაზე ეკონომიკური შეტევა უწოდა.
ავარიული გეგმის მეორე საფეხურზე გადასვლა გაზმომარაგებაში შეფერხების ან გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხვნოს შემთხვევაში ხდება, რაც გაზმომარაგების კუთხით სიტუაციის გაუარესებას იწვევს. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბაზარს ჯერ კიდევ შეუძლია გაუმკლავდეს ამ პრობლემას დამოუკიდებლად.
ავარიული გგემის მესამე საფეხური გაააქტიურდება, თუ გაზით მომარაგება იმდენად გაუარესდება, რომ მდგომარეობის გამოსწორება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელი გახდება და აუცილებელი იქნება გაზის მიწოდებაზე კვოტების დაწესება, რათა უზრუნველყოს უპირველესად შედარებით მოწყვლადი ჯგუფები - შინამეურნეობობი, საავადმყოფოები, გაზის ელექტროსადგურები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე რობერტ ჰაბეკმა ავარიული გეგმის პირველი საფეხური, ანუ გამაფრთხილებელი რეჟიმი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გააქტიურა.