რუსეთი მხარს არ დაუჭერს ეუთოს სამიტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულ ფორმულირებებს სადაც საუბარი იქნება "საქართველოში არსებულ კონფლიქტზე". ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ჩვენ მზად ვართ სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტებში აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმას, რომ ეს დისკუსიები "საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმია" მიძღვნილი, როგორც ამას ზოგი ჩვენი დასავლელი კოლეგა გვთავაზობს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.