„საქართველოში არის აგენტურა, ხანდახან ორმაგიც და მათი ე.წ. ლობისტები და რუსული ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ის ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან ხან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ, ხან წარსულში რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების პრესსპიკერები იყვნენ და ევროკავშირის დროშით და დასავლურ დროშას შემოფარებულები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, 200-ზე მეტი იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ 308 დეპუტატის მხარდაჭერით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ამას საზოგადოებრივი ანალიზი სჭირდება.
„საქართველოში არის აგენტურა, ხანდახან ორმაგიც და მათი ე.წ. ლობისტები და რუსული ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ის ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან ხან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ, ხან წარსულში რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების პრესსპიკერები იყვნენ და ევროკავშირის დროშით და დასავლურ დროშას შემოფარებულები, გამოდიან ჩვენს წინაშე. , უკაცრავად გამოთქმისთვის და ამასაც აღარ ჭამს საზოგადოება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს რაღაცა დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება, 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარეალურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცები, მაგრამ მარტო მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი, რათა შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ის ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინც და მაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ, რადგან ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრ რაღაცას ვუფრთხილდებით. ამაზე იყო კამათი ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა. წარმოიდგინეთ, იმხელა ინტერესია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, 200-ზე მეტი იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ 308 დეპუტატის მხარდაჭერით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ამას საზოგადოებრივი ანალიზი სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.