ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Delphi ავრცელებს.
კალასის თქმით, თანამდებობიდან თავისი ინიციატივით გადადგა.
გადადგომის შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა ესტონეთის სამი პარტიის ლიდერის შეთანხმება ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაზე.
"რეფორმების პარტიამ", "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" და პარტია "სამშობლომ" კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. უახლოეს დღეებში სამინისტროების განაწილების პროცესი დაიწყება.
როგორც იუწყებიან, ესტონეთის პრეზიდენტი ახალი კოალციური მთავრობის მეთაურის კვლავ კაია კალასს წარადგენს. ამის შემდეგ, ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.