არავინ არ აპირებს შეჰყვეს "ქართულ ოცნებას" რაიმე დიალოგში - აცხადებს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"არავინ, აბსოლუტურად არავინ არ აპირებს, შეყვეს ქართულ ოცნებას, რაიმე დიალოგში. ასეთი რამ გადაწყდა, ვინაიდან 20-ში ჩამოდის უზარმაზარი დელეგაცია დასავლეთისა, რომელსაც ოპოზიციასთან უნდა შეხვედრა. არავითარ შემთხვევაში არ ვათქმევინებთ რუს, კრებსით კობახიძეებს, ამიტომ ჩვენგან ერთი წარმომადგენლის მიერ გაიგზავნება ჩვენი დღის წესრიგი. რომელ არჩევნებში მონაწილეობა? თუ არ დათმო სასამართლო, მათ ხელშია ყველაფერი, თუ არ დათმო პროკურატურა, თუ არ დათმო დეესკალაცია. დეესკალაცია რა არის? აქვე ვთქვათ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, 500 000 ადამიანი დაპირისპირებული 600 ათასთან და 500 ათასის ორი ლიდერი კვდება ციხეში, ეს არის ესკალაცია. როგორ უნდა მოიხსნას დეესკალაცია? იქ წერია 12 პუნქტში, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვა, ეს იქ წერია, ჩვენ კი არ ვამბობთ ამას პოლიტიკოსები...
გაიგზავნება ჩვენი დღის წესრიგი, არავითარი პროცესში შეყოლა. უბრალოდ არაფრით არ გვინდა, კობახიძემ თქვას დასავლეთთან, რომ ჩვენ აქ შევთავაზეთ, ვმუშაობთ. მე არავის არ ვამუნათებ [ვინც დიალოგს მართავს ოცნებასთან]. მე ვესაუბრე ამ ადამიანებს და არავინ არ აპირებს პროცესში შეყოლას.
საქართველო შეიძლება ჩარჩეს რუსეთის ჭაობაში, პირდაპირ „ფეებესნიკების“ ჭაობში, ამიტომ რაღაცნაირად უნდა შევიკრათ. იმ ადამიანებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, გარეთ ვინც იყო გამოსული, ახლა ამ შეცდომებზე არ ვისაუბრებ, შეცდომა მოსდის იმას, ვინც მოქმედებაშია. ივანიშვილმა დაინახა, რომ 200 ათასი კაცი არის მზად, რომ დასავლეთი უნდოდეს. ეს პრაქტიკულად რეფერენდუმი იყო", - თქვა ჩარკვიანმა.