ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და დაირქვა ქართული ოცნება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთთან ბრძოლა არ იქნება მარტივი და მოქალაქეებს კიდევ ბევრჯერ მოუწევთ ქუჩაში გამოსვლა, თავიანთი თავისუფლების დასაცავად.
"ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და დაირქვა "ქართული ოცნება", მოახდინა უზურპაცია ხელისუფლების, და დღეს მიათრევს ამ ქვეყანას იქ, საიდანაც ჩვენ 30 წლის წინ გვეგონა რომ გამოვედით. როდესაც ლავროვი ამბობს, რომ "რკინის ფარდა" დაეშვა [დასავლეთსა და რუსეთს შორის] და ახლა წყდება ვინ სად დარჩება, ხალხი იმიტომ გამოდის ქუჩაში, რომ არ უნდა იმ რკინის ფარდის მიღმა დარჩეს. ამიტომ თქვენ თუ მეკითხებით, რა სიმძიმეა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა კი არ არის რთული, რუსეთთან არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ შესული. აქედან გამომდინარე, ყველანი მზად ვართ და ვიცით ვინ არის მტერი, ეს მტერი, ვიცით, რომ მარტივი არ არის ბრძოლაში დასამარცხებლად... მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა, ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ესეთი ბრძოლაა, რომელშიც ვართ შესული. უბრალოდ, თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რა იქნება ფასი, თუ ეს ბრძოლა ვერ მოვიგეთ. და ფასი არის ჩვენი თავისუფლება", - თქვა სამადაშვილმა.