2023 წელს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის კონფერენცია დიდ ბრიტანეთში გაიმართება. იუწყება გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობისა და საგარეო საკითხთა ოფისი.
ამავდროულად, დღეს, 4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში იწყება უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ სპეციალური კონფერენცია - Ukraine Receovery Conference, რომელზეც კიევი თავის გეგმას წარადგენს.
დიდი ბრიტანეთს განცხადებით, ლონდონი უკვე მუშაობს კიევსა და სხვა ქვეყნებთან მომავალ წელს ჩასატარებელი კონფერენციის ორგანიზებაზე.
იუწყებიან, რომ შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი გაერთიანებდა. საბჭო კოორდინაციას გაუწევს უკრაინის რეკონსტრუქციის ძალისხმევას.
ამასთან, საამისოდ ლონდონში გაიხსნება ოფისი.
"ჩვენ დავადგინეთ კურსი უკრაინის მხარდასაჭერად ომის დროს და გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნის აღდგენისა და განვითარებისთვის", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, უკრაინის რეკონსტრუქცია გახდება "ავტოკრატიაზე დემოკრატიის უპირატესობის სიმბოლო".
"ეს დაანახებს პუტინს, რომ უკრაინის განადგურების მცდელობებმა უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული და ერთიანი ერი შექმნა", - თქვა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა დიდ ბრიტანეთს მხარი დაუჭიროს კიევისა და ქვეყნის აღდგენას.
ლონდონი პირობას დებს, რომ გამოიყენებს გამოცდილებას, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას.