ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი უკრაინას ვიზიტით პირველად ეწვია. იუწყება კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსეი კულება.
ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერები, ალბანიზი ირპენში, ბუჩასა და ჰოსტომელში იმყოფებოდა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ალბანეზმა შემაძრწუნებელი უწოდა ოკუპანტების ჩადენილ სისასტიკეს, აღნიშნა, რომ ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და განაცხადა, რომ ომის დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.