რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ თვითგამოცხადებული ლუჰანსკის რესპუბლიკა სრულად "გათავისუფლებულია".
ლუჰანკის ოლქში უკანასკნელი ქალაქი, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებდნენ, ლისიჩანსკი იყო.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ BBC-ს განუცხადა, რომ ქალაქი ლისიჩანსკი არ არის რუსული ჯარების „სრული კონტროლის ქვეშ“.
კვირას, 2 ივლისს რუსეთის სარდლობამ განაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად არის მოწყევტილი და ალყაშია მოქცეული. დამოუკიდებელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ძალებმა ლისიჩანსკიდან ორგანიზებულად უკან დაიხიეს, რადგან თავდაცვით ბრძოლაში აზრს ვეღარ ხედავდნენ.