უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ უარყო ინფორმაცია ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის შესახებ, რომელიც მანამდე რუსულმა მხარემ გაავრცელა.
"ახლა სასტიკი ბრძოლებია გაჩაღებული ლისიჩანსკთან, მაგრამ, საბედნიეროდ, ქალაქი არ არის გარშემორტყმული და უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა ეროვნული გვარდიის სპიკერმა რუსლან მუზიჩუკმა ტელემარათონის ეთერში.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტის მთელ ხაზზე ყველაზე მძვინვარე ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკის და ბახმუტის მიმართულებით, ისევე როგორც ხარკოვის რეგიონში.
მანამდე, რუსეთის სახელმწიფომ მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანხმადაც, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, თითქოს, მთელი ლისიჩანსკი ალყაში მოაქციეს.