ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას.
„გვესმის, თითქოს ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.