ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტოირე 1-ელ ივლისს უკრაინას ეწვია, სადაც რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქები მოინახულა და 10 მილიარდი კრონის დახმარების დაპირებით გამოვიდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრდა გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში და დაარწმუნა იგი ნორვეგიის გრძელვადიან მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ.
ოსლოს მიერ გამოყოფილი დამატებითი დახმარება, რომელიც 10 მილიარდ კრონს (1 მლრდ ევრო) მოიცავს, მოხმარდება უკრაინელ მოქალაქეებს, განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, უკრაინის რეკონსტრუქციასა სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას.
მანამდე, ნორვეგიამ უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 202 მილიონი ევრო გამოყო.
ამავდროულად, ვრცელდება ცნობა, რომ გერმანიამ უკრაინას გრანტის სახით 1 მილიარდი ევრო გამოუყო. თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას.