ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ლუკა სირაძის საქმის პროკურორი მარიანა ჩოლოიანი კომპანია RMG Gold-ში დასაქმდა:
"ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა.
მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!" წერს "დროას" ლიდერი.
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ციხიდან ვადაზე ადრე, გასული წლის 5 აგვისტოს გათავისუფლდა. ის ე.წ. უდოს კომისიისთვის მეორედ მიმართვის შემდეგ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი 2020 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა.