რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაეთანხმა მისი ბელარუსი კოლეგის, ვლადიმირ მაკეის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება".
"რაც შეეხება რკინის ფარდა, სრულიად ვეთანხმები ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს (მაკეი), ის პრაქტიკულად უკვე ეშვება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - თქვა ლავრომა ხუთშაბათს, მინსკის გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ 2014 წლიდან რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები "არსებითად აღარ არსებობს".
"[ევროკავშირმა] გაანადგურა ყველა ის მექანიზმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეიქმნა ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ვგულისხმობ სამიტებს, რომლებიც იმართებოდა წელიწადში ორჯერ, და რუსეთის მთავრობისა და ევროკომისიის შეხვედრებს. ასევე ერთობლივი პლატფორმები, რომელიც გამოიყენებოდა საგზაო რუკების შესაქმნელად, სხვადასხვა დარგობრივი დიალოგი... ეს ყველაფერი ერთბაშად დაინგრა", - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი ამიერიდან ვეღარ ენდობა დასავლეთს.
"ამიერიდან ჩვენ არ ვენდობით არც ამერიკელებს და არც ევროკავშირს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ ვიყოთ მათზე დამოკიდებული კრიტიკულ ინდუსტრიებში", - განაცხადა ლავროვმა.