საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
დეგნანის თქმით, ევროკავშირს სურს საქართველოს თავის რიგებში მიღება, მაგრამ ამისათვის ქვეყანამ უნდა მოახდინოს დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ ერთგულების დემონსტრირება.
"ახლა არის დრო, საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაში იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირის სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება მოახდინოს ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში", - განაცხადა დეგნანმა.