30 წელია, ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა და გვისახელებენ ხან ერთ გვარს, ხან მეორეს და ამ ფონზე ადამიანები ვერ ერკვევიან, ეს ხალხი რას შვება და რა მოთხოვნებია ეს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები სთავაზობენ, შესაბამისად, მთავრობაზე ვერანაირი წნეხი ვერ იქნება.
"ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? – ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან ეს მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატივმოყვარეობა რომ გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი და ეს ამბავი ასე არ გამოვა. პარტიები მოგვწონს თუ არა, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და კონსტიტუციის მიხედვით, ლეგიტიმაცია ასე დგება, არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია? ვინაიდან, „სირცხვილიამ“ თქვა, ეს ხალხი კაი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.