სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, დაეხმარონ უკრაინას განუსაზღვრელი ვადით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება",- ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელიც Bloomberg-ს ჩაუვარდა ხელთ.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ეს ფორმულირება ("განუსაზღვრელი ვადით") მნიშვნელოვანია, რადგან ალიანსის წევრები ომის გაჭიანურების გამო ძალიან შეშფოთებულები არიან.
ამასთან, გერმანიასა და საფრანგეთის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ ისინი კვლავ განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებს მოლაპარაკებების გზით.
დოკუმენტის თანახმად, G7-ის ლიდერები განიხილავენ რუსეთიდან იმპორტზე ტარიფებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად.
"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ასევე იმსჯელეს როგორ შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე და კოორდინაცია გაუწიონ ძალისხმევას მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.