აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა გამოწვევების წინაშე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში სასტიკი შეჭრის შედეგად შექმნა და აღნიშნა, რომ პუტინის საწინააღმდეგოს იმედი აქვს.
ამის შესახებ ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედის წინ განაცხადა, იუწყება AFP. "ჩვენ ერთად უნდა ვიყით", - თქვა ბაიდენმა ხაზგასმით.
მან აღნიშნა, რომ პუტინს იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან ნატო-სა და G7-ის მოკავშირეებს შორის განხეთქილება დაიწყება. „მაგრამ ეს არ მომხდარა და არც მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენი გერმანიაში იმყოფება, სადაც ის, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან ერთად, დაესწრება დიდი შვიდეულის სამიტს, სადაც განიხილავენ გლობალური ეკონომიკის საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის განსამტკიცებლად გადასადგმელ ნაბიჯებს.
G7-ის ლიდერები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია - ბავარიის ალპებში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში შეხვდებიან. შემდეგ ლიდერები გაემგზავრებიან მადრიდში ნატოს სამიტზე.
სამიტის დაწყებადე გავრცელდა ცნობა, რომ "დიდი შვიდეულის" ოთხი ქვეყანა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია - რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.