შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. აღნიშნულის თაობაზე, "დიდი შვიდეულის" სამიტის წინ, იტყობინებიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი.
"შეერთებულმა შტატებმა პუტინს დაუწესა უპრეცედენტო ფასის გადახდა, რათა ჩამოერთვას ის შემოსავალი, რომელიც მას სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. G7-თან ერთად ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, მთავარ ექსპორტს, რომელსაც რუსეთისთვის ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს", - წერს ბაიდენი.
როგორც იუწყებიან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამიტზე გამოვა მოწოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ აკრძალვას.
ოქრო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ეკონომიკა 12.6 მილიარდი ფუნტი მოუტანა.
ლონდონი არის გლობალური ოქროს სავაჭრო ცენტრი და რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა დიდ ზიანს მიაყენებს პუტინის ომის მანქანას.