ერთადერთი, რაც საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობას, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები, - განაცხადა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს იმის გაკეთება, რაც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია.
"უკიდურესი მიამიტობაა კიდევ ველოდოთ, რომ რაღაცას შეცვლის. ვიღაცას შეიძლება შეცვლილი ტონი მოეწონოს, მაგრამ ნდობა პლინტუსს ქვევითაა. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობას, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. ალბათ, ეს იქნება მოთხოვნები, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნები განმუხტვის საშუალებაა. საზოგადოება თანხმდება, რომ ხელისუფლებამ ეს კატასტროფა შეგნებულად, ივანიშვილის მონაწილეობით ჩაიდინა. შესაბამისად, ესენი უნდა წავიდნენ იმიტომ, რომ მერე კოალიციურმა მთავრობამ დაიწყოს იმის გაკეთება, რაც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია", - განაცხადა გიგი უგულავამ.