"ჩვენმა მოსახლეობამ თავად შეაფასოს და გადაწყვეტოს, ვინ არის მართალი - ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვილოცავენ, თუ ქართული ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც გლოვობს ამ გადაწყვეტილებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველამ კარგაც იცის, "თუ რამხელა ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ".
"ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპა, რომელიც გვილოცავს და ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით იყო დამწუხრებული და გლოვობდა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აქ უკვე ჩვენმა მოსახლეობამ თავად გამოიტანოს საკუთარი შეფასება და გადაწყვეტილება, ვინ არის მართალი - ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვილოცავენ, თუ ქართული ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც გლოვობს ამ გადაწყვეტილებას. ყველამ, ვინც ჩახედულია, თუ რა გამოიარა საქართველომ იმისთვის, რომ მისი ევროპული პერსპექტივა აღიარებული ყოფილიყო, ვინც ამაში პროფესიულად არის ჩახედული, დიპლომატები თუ პოლიტიკოსები, ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა ნაბიჯია ეს ჩვენი ევროკავშირში მომავალი გაწევრიანებისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.