"თამაშის წესებზე" შეთანხმების შემთხვევაში, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მზად არიან იარონ "კონტროლირებად ტელევიზიებში". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს "საქმიანი" და არა "შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება". მისივე მტკიცებით, ასეთი მზაობა ოპოზიციის მიმართაც ყოველთვის ჰქონდა:
"გვაქვს და გვქონდა ყოველთვის მზაობა, რომ გარკვეული თამაშის წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ, ჩვენს ოპოზიციასთან. როგორიც არ უნდა იყოს ის. მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და თუ მათი პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ როგორ არიონ ქვეყანა, როგორ დაანგრიონ, როგორ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მათ შორის, მზად ვართ, რომ დიახ, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები. რეალური, საქმიანი, შინაარსიანი და არა შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება და ჩხუბი" თქვა ღარიბაშვილმა.