ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები გიტანას ნაუსედა და ეგილს ლევიტსი გამოეხმაურნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, სადაც ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
"ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ", - წერს გიტანას ნაუსედა "ტვიტერზე".
"ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია", - წერს ლატვიის პრეზიდენტი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდეტნმა სალომე ზურაბიშვილმა, კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მისაღებად, ევროკავშირის 27 ლიდერს მიმართა.