რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და აკადემიური გაცვლების გაფართოება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში მთავარი უნდა გახდეს. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ევროკავშირი რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში უნდა დაეხმაროს. დღის წესრიგშია ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება მისი სრული გაუქმების შედეგით. ასევე პროფესიული გაცვლების გაფართოება", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთი ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მომდევნო კვირას ბრიუსელში გამართავს.
"მომდევნო კვირას სწორედ ამ საკითხებზე წარვმართავ საუბარს ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.