ევროპარლამენტში არავის სურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს - აცხადებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ტელეარხ "ფორმულის" ეთერში, რითაც ეხმიანება საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან ომში არ ჩაერთო.
"არანაირი მოწოდება არ არის ომში ჩართვის. ევროპარლამენტში არავის სურს, რომ ომი იყოს საქართველოში. რაც მოხდა 2008 წელს, იყო ტრაგედია და ყოველთვის გვემახსოვრება ის ადამიანები, ვინც დაიღუპა და დაზარალდა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ევროკავშირმა ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა 2008 წელს და რუსეთთან ჩვეულურთიერთობას ძალიან სწრაფად დაუბრუნდა. ომი არასდროსაა გამოსავალი, ევროკავშირი არასდროს ურჩევს საქართველოს, რომ ომში წავიდეს", - ამბობს კალიურანნდი.