ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ადამიანს ლარი არ უშოვია საქართველოში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განცხადა, სადაც მთავრობის წლიური ანგარიშს განიხილავენ.
ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.
"ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს – პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია, ყველაფერი უკავშირდება მის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა, ოფიციალურად დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველა სტატუსი. არგუმენტი აქვთ, რომ ბატონ ივანიშვილს დღეს თურმე აქვს ავტორიტეტი, - თქვა ღარიბაშვილმა.