"ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოსთვის არ მიეცათკანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტი ტრიბუნიდან.
საკანონმდებლო ორგანოში ის თავის წლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.