ჰონგ კონგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, წყალზე მცურავი საკულტო რესტორანი Jumbo ჩაიძირა მაშ შემდეგ, რაც სხვა ადგილზე გადატანის მიზნით გაიყვანეს ნავსადგურიდან, სადაც 50 წლის განმავლობაში იდგა.
რესტორნის მფლობელი კომპანიის განცხადებით, Jumbo სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადაჰყავდათ, რა დროსაც კონსტრუქცია გადაყირავდა და ჩაიძირა. ხომალდ-რესტორნის გადარჩენის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. როგორც იუწყებიან, ჩაძირვის ადგილას წყლის სიღრმე 1000 მეტრს აღემატება, რაც სამაშველო საქმიანობას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.
რესტორანი 2020 წლის მარტში კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაიხურა. რესტორანს წლის განმავლობაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა.