მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, რაღაც მომენტში ამაზე უნდა დახუჭო თვალი - ამბობს "ქართული ოცნების" აღასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
"როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალოს პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ არსებობს?. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენ ქვეყანას აზიანებ. ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას, რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაცა მომენტში", - თქვა მდინარაძემ.