საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განვლილი ორი კვირა შეაფასა.
მისი თქმით, ამ ორ კვირაში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური დღეები იყო.
"უმნშვნელოვანესი დღეები იყო ქართული დიპლომატიისთვის. ამას მოწმობს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში. ვარშავაში მიღებული რეზოლუცია, სადაც სიტყვა ოკუპაცია ოფიციალურად იყო გაჟღერებული. დასავლეთის ლიდერები აღარ ერიდებიან თქვან, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ოკუპაცია მოხდა. ფუნდამენტური ნაბიჯი გადაიდგა ლისაბონში გამართულ ნატოს სამიტზე. სამიტზე მიღებულ იქნა კომუნიკე, სადაც საქართველო ცალკე იყო ნახსენები. საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზას აგრძელებს", - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ.