TV პირველის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მათს ოპერატორს თავს დაესხნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოპერატორი, თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა.
მედიის ადვოკატირების კოალიციის ინფორმაციით, მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.