საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა უკრაინისთვის ოთხი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის შესახებ შეჩერებულია საფრთხის გამო, რომ ამერიკული სათვალთვალო აღჭურვილობა, შესაძლოა, მტერს ხელში ჩაუვარდეს.
ავიატექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ტექნიკური წინააღმდეგობა წარმოიშვა პენტაგონის თავდაცვის ტექნოლოგიების უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული ღრმა განხილვისას, რომელესაც ევალება, დაიცვას ძვირადღირებული ტექნოლოგიები მტრის ხელში ჩავარდნისგან.
როგორც Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, აღნიშნული გეგმა, რომელიც მარტიდან ცირკულირებს, მანამდე თეთრმა სახლმა დაამტკიცა.
უკრაინისთის ოთხი დრონის MQ-1C Gray Eagle-ის მიყიდვს გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად Reuters-მა ივნისში გაავრცელა, დრონები აღჭურვილი იქნებოდა Hellfire-ს რაკეტებით, რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ველზე გამოყენებისთვის.
დრონების ექსპორტის მიმართ წინააღმდეგობა გაჩნდა საშიშროების გამო, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც ჩართულია დრონებიდან სათვალთვალო აღჭურვილობაში, ასევე რადარებში, რუსი სპეცილისტების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს ალბათობა არ იყო გათვალისწინებული პირველი განხილვის დროს, თუმცა პენტაგონში გასული კვირის ბოლოს გაჟღერდა.
როგორც Reuters-ს ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, გარიგების განხორციელების გადაწყვეტილება ამ დროისათვის განიხილება პენტაგონის მაღალ ინსტანციებში, თუმცა მისი მიღების ვადები გაურკვევლია.
Reuters-ის წყარო განმარტავს, რომ გაყიდვის პროცესის დასაჩქარებლად ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა არსებული რადარისა და სენსორების კომპლექტის შეცვლა ნაკლებად რთული აღჭურვილობით, მაგრამ ამას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.
თუ დრონების გაყიდვის პროცესი გაგრძელდება, კონგრესს ექნება მისი დაბლოკვის შესაძლებლობა, მაგრამ Reuters-ის წყაროების თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული დრონის ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს.