გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„შესაძლოა, {რუსეთის შეჭრას} ხელი შეუწყო ჩემმა გადადგომამ, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულებაში შეფერხებამ“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.
მან აღიარა, რომ კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის უძლური იყო.
„აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვადასხვა მცდელობას {კონფლიქტის მოგვარების} შედეგი არ მოჰყოლია“- თქვა მერკელმა.