ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული.
„დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო.
ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული.
და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.