საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი [სიკვიდილის შემდეგ] ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს გადასცა.
"საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ჯილდოვდეა ოქროს საწმისის ორდენით", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჯილდოს გადაცემისას.
ცერემონია თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში 2022 წლის 23 მარტს გარდაიცვალა.