საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა.
პრემიერ მინისტრმა სანნა მარინმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.