რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ეჭვქვეშ დგება ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს თუ არა მსოფლიო რუკაზე. ამის შესახებ მან "ტელეგრამის" არხზე დაწერა.
"უკრაინას სურს, შეერთებული შტატებისგან, ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში, მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი, ორი წლის შემდეგ გადახდის პირობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს უბრალოდ გაიყინება. მაგრამ არსებობს კითხვა, ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე? მაგრამ ამერიკელებს ეს უკვე აღარ აინტერესებთ, იმდენად არიან ჩართული "ანტირუსულ" პროექტში, რომ მათთვის სხვა დანარჩენი უბრალოდ წვრილმანია", - აცხადებს მედვედევი.