მივმართავ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მოვუწოდებ, გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მისი განვლილი გზის აღიარებას - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის ასევე გეგმავს, წერილობით მიმართოს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერს და განუმარტოს, თუ რატომ იმსახურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"მივმართავ აქედან დღეს ქალბატონ ურუსლა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის და მოვუწოდებ რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის რომლის ჯარისკაცები გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგენენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, რომ გაითვალისწინოს ეს ხალხი იმსახურებს მისი 30 წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას. და ეს დღე დგება ახლა.
ხვალვე ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეულ 27 წევრ ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ, იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს.
მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ჩემი ნათქვამი აქ არ მოეწონება, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი 30 წლიანი (თუ არა 30 საუკუნოვანი) მისწრაფება და ანტი ევროპულ რიტორიკისგან როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.
მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით რომ ამით ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება.
დღეს სხვანაირად დგას საკითხი ვინც იქნება პასუხისმგებელი იმაზე რომ საქართველოს ამ ახალ საფეხურზე ვინც აიყვანა ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და პოლიტიკური მომავლის გამყარებას. დიდი იმედი მაქვს რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით იმ უმნიშვნელოვანესს გზაზე.
მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში, ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები და მიზანი ის კი არ არის რომ მეტი და მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში, ან როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და მეც წავიდე პარიზში, მიზანი არის რომ აქ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც!", - თქვა პრეზიდენტმა.