დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალის, "ცისკრის'' პრეზენტაცია გაიმართება.
"ცისკრის" აღორძინებას მიესალმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც.
"ცისკარი'' ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის წინ დაარსებული პერიოდული გამოცემაა, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დიდად შეუწყო ხელი ქართული მწელობისა და პუბლიცისტიკის აღორძინებასა და განვითარებას, ისტორიული და ფილოლოგიური კვლევების წარმოჩენას, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. "ცისკარი'' ყოველთვის პირუთვნელად ასახავდა ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და ერთგვარ ორიენტირს ქმნიდა სწორი აზრის შესაქმნელად. მოხარულნი ვართ, რომ ეს პროცესი გრძელდება. მინდა დავლოცო ჟურნალის გამომცემელნი, ავტორები და მკითხველი და ვუსურვო მრავალჟამიერი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და მამულის სამსახუროდ", _ ნათქვამია ილია მეორის წერილში.