საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მარგრეტე მეორესთან აუდიენცია გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი აღინიშნება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში დანიის სამეფოს გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც, მათივე შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.