თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, კითხვას ვსვამ საჯაროდ, რატომ არ მოუწოდეს, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-ქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, ეს რას ემსახურებოდა,- - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით დააზიანოს მთავარი - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„გახსოვთ ალბათ, რომ მაშინ სანქციებზე მიერთებას, დაწესებას ითხოვდნენ, შემდეგ მოითხოვეს, რომ გაგვეშვა მოხალისეები ჩარტერული რეისებით, ამაზე მთავრობას უნდა მიეცა ნებართვა, ეს პირდაპირი ჩართულობა იყო მთავრობის, სახელმწიფოს ჩართულობა იყო ომში, მაშინ როცა მთელი მსოფლიო საჯაროდ მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ, არ მიეღოთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. შემდეგ გახსოვთ აქციების გამართვა ჩემი გადადგომისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ახლა უკვე, სრულიად გაწბილებულები რომ იტყვიან, ხელმოცარულები, როდესაც ვერც სანქციების და ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს, ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ, დააზიანონ მთავარი - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მხოლოდ. კიდევ მინდა გავიმეორო, მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით, ყველა მიმართულებით, აღარ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაც მთავარია იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს, რომლებსაც გვიწერენ და გვაფასებენ - ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედია-თავისუფლებას, გამჭვირვალობას, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს უკაცრავად, ხომ ვერ შემახსენებდით?! ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყანას თავიანთი პერფორმანსის, ასე ვთქვათ რეფორმების მიხედვით და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს. ამ მიღწევების მიხედვით, უკაცრავად და არა ერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე, და არა მხოლოდ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით. მაშინ რა ხდება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზეა საერთოდ საუბარი? ამბობენ, რომ განცდა არის ასეთი, რომ თითქოს აქ, ქვეყანაში არ არის დამოუკიდებული სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე, ამ EPP-ის მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი, თუ მათი ამ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს, მეგობრებო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ რომ იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს და ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და სისულელეს ასე ვთქვათ. რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს გვახსოვს, მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა, ვინ განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, ასზე მეტი ახალი სოფელი და ათი ათასობით დევნილი მივიღეთ ქვეყანაში, ჩვენსავე ქვეყანაში, შიგნით. აი, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს,“- განაცხადა პრემიერმა.