აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფდა მის გაფრთხილებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. იუწყება Bloomberg-ი.
"ვიცი, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ შესაძლოა მე ვაჭარბებდი. მაგრამ ვიცოდი და ჩვენ გვქონდა მონაცემები მტკიცებულებებისთვის, რომ ის [პუტინი] აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. არ არსებობდა ეჭვი. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და კიდევ ბევრ სხვას", - თქვა ბაიდენმა.
მან განაცხადა, რომ შესაძლოა, პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრა ვინმე გამოგონილ ამბად აღიქვამდა.
"მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის [პუტინი] შევიდა [უკრაინაში]", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან პუტინი დაადანაშაულა უკრაინელი ერისა და კულტურის განადგურებაში და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი კიევს "დედა-რუსეთის ტახტად" მიიჩნევს.
შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე ატეხეს განგაში, ვიდრე რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში ომს დაიწყებდა.
18 თებერვალს ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.